- პროექტის მთავარი იდეა (თემა) : მათემატიკის როლი ჩვენს ცხოვრებაში
- პროექტის აქტუალობა : დაეხმარება მოსწაავლეებს გააცნობიერონ მათემატიკის როლი მეცნიერებასა და ტექნიკაში, ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.
- პროექტის მიზნები : მოსწავლეებმა გამოიმუშავონ დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების უნარი, აღმოაჩინონ მათემატიკის მჭიდრო კავშირი არა მარტო სხვა საგნებთან, არამედ თითოეულის ყოველდღიურ ცხოვრებასთან, დაინახონ, რომ მათემატიკა ოქროს რგოლი, ე.წ. "ოქროს კვეთა"-ა.
- მონაწილეთა ასაკი :14-15 წელი
- ვადები/ხანგრძლივობა : 20 დღე
- მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლეები მათემატიკას აღარ აღიქვამენ როგორც მხოლოდ "მშრალ ციფრებსა და ნახაზებს", დაინახავენ ამ საგნის საჭიროებას, შეიყვარებენ მას და მეტი იტერესით ისწავლიან.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : საწერ-კალამი, რვეული,მარკერი, კომპიუტერი, პროექტორი,ბიბლიოთეკა, სახაზავი,ფარგალი,ისტ-ის ინფორმაციები.
- პროექტის მსვლელობა : ა) დავავალებ მოსწავლეებს დაწერონ სხეულზე მოქმედი ძალის სხეულის მასაზე დამოკიდებულების, დენის ძალის წინაღობაზე დამოკიდებულების ფორმულები და ააგონ მათი გრაფიკები, ბ) გამოთვალონ სხვადასხვა პროცენტული შემცველობის ნარევების შერევით მიღებული ნაერთის პროცენტული შემცველობა, შეადგინონ ფორმულა ვალენტობის მიხედვით, გ) დააკვირდნენ საკუთარი სხეულის ნაწილებს და გაიაზრონ ოქროს კვეთის პრინციპი, დ) იტერნეტში მოიძიონ მასალა გიზის პირამიდაზე,რომელშიც ფარაონის პალატის ზომები დაფუძნებულია პითაგორას სამკუთხედზე (3;4;5), ე) ბუნებაში დააკვირდნენ მცენარეებში ფოთლების გალაგების "გეომეტრიულ სიმეტრიას", ვ) საკუთარი ბებიებისა თუ სხვათა ნაქარგებში, ხუროთმოძღვრებასა და ხელოვნებაში ორნამენტებში აღმოაჩინონ მათემატიკური პროპორციები, ზ) ქუჩებში, შენობების სახურავებსა თუ სახლში, ყოფითი დანიშნულების საგნებში, დაინახონ გეომეტრიული ფიგურები, თ) ვეფხისტყაოსნის ლექსთაწყობის პრინციპი გაიაზრონ ი) პრეზენტაცია გააკეთონ ქართული ძეგლებისა, როგორც პროპორციისა და სიმეტრიის დიდებული ნიმუშებისა. კ) ბენზოგასამართ სადგურებში დააკვირდნენ ბენზინის ფასის დამოკიდებულებას ბენზინის რაოდენობაზე , მაღაზიაში პროდუქტის ღირებულების პროდუქტის წონაზე დამოკიდებულებას და დაწერონ შესაბამისი ფორმულები.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი : ფიზიკა, ქიმია, ხელოვნება, ქართული, ბიოლოგია, მუსიკა.ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად მათ.VIII.9. პოულობს ფიგურის და მისი ელემენტების ზომებს. მათ.IX.8. პოულობს/აფასებს ფიგურების ან მათი ელემენტების ზომებს და იყენებს მათ პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას, მათ.IX.9.იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს და მათ კომპოზიციებს, მათ.X.10. პოულობს ობიექტთა ზომებსა და ობიექტთა შორის მანძილებს.
- პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი) : ბელა აკობიძე
- ხელმძღვანელის ელ-ფოსტა : belusi.bela@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი :belusi-bela.blogspot.com
воскресенье, 13 ноября 2011 г.
სასწავლო პროექტი : მათემატიკა ჩვენს ცხოვრებაში
Подписаться на:
Сообщения (Atom)